Pages

ახალი 2018-19 სასწავლო წელი



ესეც ჩემი  პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი მასალა 2018-19  სასწავლო წელს!!!!!!!
ღონისძიებები:
Ø  საკლასო  ღონისძიება ,,ჩვენი დედაენა, ენა იადონთა, იცით ვინ აკონა?-დიდმა იაკობმა“
Ø  ,,რა  კარგია ჩურცხელა, რა კარგია  თათარა!“-შემოდგომის ზეიმი
Ø  საახალწლო ღონისძიება  ,,ნაძვნარა ტყის ზღაპარი“
Ø  ,,მეფეთ მეფევ, დავით!’-დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
Ø  საკლასო ღონისძიება ,,მე და ჩემი დედიკო“.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყო  დედაშვილობის კუთხე, პატარები ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ დედას;
Ø  საქალაქო ღონისძიება ,,იყო და არა იყო რა...“   ქალაქის კულტურის სახლის მცირე დარბაზში წარმოვადგინეთ  ზღაპარი  ..სიცოცხლის ხე“.  გადმოგვეცა სიგელი;
Ø  მე-12  სკოლის მოსწავლეებისთვის  გავმართეთ  ზღაპრის ჩვენება ,,იყო და არა იყო რა“;

პროექტები
Ø  მონაწილეობა მივიღეთ საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ პროექტში  ,,ყველაფერი შობაზე“. პროექტის ფარგლებში  მოხდა მოსწავლეთა  მიერ  მოთხრობის შედგენა ,,საშობაო ამბავი“, ამ  მოთხრობის ელექტრონულ  და  დიდ  წიგნად  შექმნა.  გვქონდა  პირდაპირი ჩართვა დაჯილდოვებიდან,   გადმოგვეცა  სიგელი;  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მოთხრობის ელექტრონული წიგნის ჩვენება მოხდა რუსთავისა და თბილისის  სკოლებში!!!
Ø  სასწავლო პროექტი ,,ო, ენავ ჩემო“. პროექტის ფარგლებში  გაიმართა კვირეული: .. რა ვიცით  ქართული დამწერლობის შესახებ“,  ,,ვკითხულობთ დედაენას მშობლებთან ერთად“;  ,,რა გვასწავლა დედაენამ“,  შემაჯამებელი ღონისძიებაზე ჩვენს თოჯინების თეატრში გავაცოცხლეთ  დედაენის გმირები;
Ø  სასწავლო პროექტი  ,, ჩვენ და საღებავები“. მოსწავლეთა ძალებით მოხდა  საღებავების  მიღება კვერცხით, ფერადი ცარცითა და სხვა საჭირო მასალით.  შემდეგ  კი ჩვენს მიერ დამზადებული საღებავებით  შეიქმნა ნახატები და მოხდა ნამუშევრების პრეზენტაცია/  გამოფენა;
Ø  სასწავლო პროექტი ,,მეეზოვე“.  პატარებმა დაწერეს ჩანახატები  მეეზოვეზე,  მოვიწვიეთ  დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი და მეეზოვე.  ბავშვებმა  სტუმრებს წაუკითხეს თავიანთი ჩანახატები, დაუსვეს შეკითხვები, გადაიღეს სამახსოვრო სურათები; კლასში მოეწყო  პროექტის ამსახველი მასალის გამოფენა;
გაკვეთილები
Ø  ინოვაციური გაკვეთილი ქართულ ენაში, თანამედროვე აქტივობის „სასწავლო გაჩერებების გამოყენებით“. გაკვეთილის თემა „მარადმწვანე ხეები“. გაკვეთილს ესწრებოდნენ: ტრენერი, რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და პედაგოგები.
Ø  ინტერაქტიული გაკვეთილი ქართულ ენაში „ია და ჭიანჭველები“. გაკვეტილი ჩატარდა ურთიერთდასწრების ფარგლებში.
Ø  გარე დაკვირვების გაკვეთილი ქართულ ენაში  „უჩინარი მთესველები“. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და 4 კრედიტ ქულა დაიმსახურა.

ოლიმპიადები:
Ø  აქტიურად ვმონაწილეობდით კინგსის ოლიმპიადაში.  ჩვენი კლასის მოსწავლე, ნინო სუთიძე ქალაქის  მაშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა;   ბევრად უკეთესი შედეგები დადეს მოსწავლეებმა კინგსის გაზაფხულის სეზონში.  ველოდებით საბოლოო  შედეგებს;
კონფერენციები,  სემინარები
Ø  არაფორმალური განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ  კონფერენციაში  „უკეთესი განათლებისათვის“ მონაწილეობა მივიღე მომხსენებლად, წარ,ოდგენილი თემა „როგორ დავეხმაროთ პირველკლასელ მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოსთნ ადაპტაციაში“. გადმომეცა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც მივიღე                        1 კრედიტქულა.
Ø  დავესწარი სემინარს ,,შალვა ამონაშვილის ღია გაკვეთილები“;  ეს იყო საუკუნის შეხვედრა, საიდანაც ძალიან ბევრი  სიახლე და თანამედროვე მიდგომები წამოვიღე, რომელსაც აუცილებლად დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში და გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.

სტატიები
Ø  გაზეთში  ,,ჩემი სკოლა“ დაიბეჭდა  სტატია ,, პირველკლასელთა ადაპტაცია სკოლასთან-პრობლემები და რეკომენდაციები“ (1 კრედიტქულა)
Ø  ჟურნალში ,,ჩაატარე გაკვეთილი“  - სამოდელო გაკვეთილი ,,ჰიპოპოტამი ჰიპო“;(1 კრადიტქულა)

პროფესიული წინსვლა

Ø  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში წარმატებით განვახორციელე ყველა ის აქტივობა, რომელიც აუცილებელია უფროსიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. კერძოდ, დავაგროვე 11 კრედიტქულა დამატებითი აქტივობებიდან,  განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,  ჩავატარე ორი სამოდელო გაკვეთილი, წარმატებით გავიარე გარე დაკვირვება. ველოდები წარდგენას  და სექტემბრისთვის წამყვანი მასწავლებლის მინიჭების სერტიფიკატს;




ჩვენ  უკვე  მეორე  კლასში  ვართ!!!
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!!!












                                                                                                                        

 
   
                                    












No comments:

Post a Comment