Pages

ბლოგის შექმნის მიზანი


                მოგესალმებით  ჩემს  ბლოგზე!!!

    მე  გახლავართ  ნანა  ბურძენიძე,  ა(ა)იპ წმიდა  ანდრია  პირველწოდებულის  სახელობის  ჭიათურის  მართლადიდებლური  სკოლის  დაწყებითი  კლასების  მასწავლებელი.  ჩემი  პროფესია  ჩემთვის  ყველაფერია....  და  ვამაყობ  ჩემი  პროფესიით!!!

     ეს  კი  ჩემი  ბლოგია...  თქვენ  აქ  იხილავთ  ჩემი  პროფესიული  საქმიანობის  ამსახველ  მასალებს:  გაკვეთილებს,  პროექტებს,  ჩემს  მიერ შექმნილ  და  პედაგოგიურ  პრაქტიკაში  წარმატებით  გამოყენებულ  სასწავლო  რესურსებს,  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევას,  სხვადასხვა  ღონისძიებებისა  თუ  სასწავლო  აქტივობების  ამსახველ  ფოტოებს და  ა.შ...

    იმედია  მოგეწონებათ  და  კომენტარებსაც  არ  დაიშურებთ.....



                         ბლოგის შექმნის მიზანი
  •  ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა;
  •  ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა;
  •  ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა;
  • მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო სასწავლო          თუ განმავითარებელი რესურსების შეთავაზება;
  • კოლეგებთან,   მოსწავლეებთან, მშობლებთან  და  სხვა     დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა.
  •  ჩემი სასწავლო აქტივობებისა  თუ  პროექტების პოპულარიზაცია;  


No comments:

Post a Comment