Pages

დაწყებითი კლასების პედაგოგთა გაერთიანება


ჩემი  ყველაზე  დიდი  და  ალბად  ყველაზე                   
                            მნიშვნელოვანი  პროექტი!!!

       ,,ჭიათურის  დაწყებითი  კლასების  

           პედაგოგთა  გაერთიანება"

      ,,ბევრი სიკეთე და სიამოვნება ახლავს ადამიანის ცხოვრებას, ბევრი რამ გვაღელვებს და გვახარებს, და ჩვენს ცხოვრებაში დგება დღე, რომელზეც ბევრი გვიფიქრია, გვიოცნებია... ასეთი გამორჩეული დღე იყო ჩემთვის ის   დღე, როდესაც ჩემი დიდი ხნის ნაფიქრალი და ნაოცნებარი რეალობად იქცა და საფუძველი ჩაეყარა ჭიათურის დაწყებითი კლასების პედაგოგთა გაერთიანებას....მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო იმისათვის, რომ გამოხატეთ თანადგომა, ერთსულოვნება, მხარდაჭერა და სურვილი იმისა, რომ გახდეთ ამ გაერთიანების წევრები.... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ... მადლობა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნანული წერეთელს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის... მადლობა რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ მიროტაძეს, მამა გიორგი გოგოლაშვილს გაერთიანების დალოცვისათვის... უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს დღე შემდგარიყო... უფალი იყოს ამ გაერთიანებისა და გაერთიანების წევრების შემწე და მფარველი!!!!!!!!! 
                                          დიდი პატივისცემითა და სიყვარულით
                                                               გაერთიანების თავმჯდომარე ნანა ბურძენიძე"

       დაწყებითი კლასების პედაგოგთა გაერთიანება- 
                                     მასალები

           
                             
                   რა არის პედაგოგთა გაერთიანება
     გაერთიანება - ყველაზე მარტივი  და  სწრაფად რეალიზებადი  საშუალებაა თანამოაზრეებთან  ურთიერთობების  დასამყარებლად.  ის  ქმნის შესაძლებლობას  გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა  და  გამოცდილება,  გავეცნოთ ერთმანეთის         მიერ შემოთავაზებულს,  გადავამოწმოთ საკუთარი  შესაძლებლობები;
    პედაგოგთა გაერთიანებაეს არის  მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, პედაგოგიური გამოცდილების,  ხელმისაწვდომი  ინფორმაციისა და ინოვაციების უანგარო  გაზიარებისათვის,   რაც   თავის    მხრივ  აუცილებელი   წინაპირობაა   გაერთიანების        თითოეული წევრის პროფესიული  განვითარებისა  და  სწავლა-  სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის;
        
            რის  შესაძლებლობას მოგვცემს  პედაგოგთა  გაერთიანება                                                                                               
  პედაგოგთა გაერთიანება  შეგვიქმნის  საშუალებას  უკეთ გავიცნოთ  ერთმანეთი ჩვენი   ქალაქის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა, დავამყაროთ ურთიერთობები,  გავუზიაროთ        და  შევაფასოთ  ერთმანეთის  ნაშრომები  თუ  იდეები,  განვიხილოთ  საინტერესო  თემები.
   გაერთიანება ასევე მოგვცემს საშუალებას,  რომ  ცოდნის ურთიერთგაზიარება მოვახერხოთ იოლად   და  სასიამოვნოდ.  გარდა  მორალური  ფაქტორისა,  იმისა,  რომ ჩვენ შეგვექმნება საშუალება   წარმოვაჩინოთ  საკუთარი  თავი,  გავუზიაროთ  ერთმანეთს  საკუთარი    გამოცდილება, ასევე მოგვეცემა შესაძლებლობა ზეგავლენა მოვახდინოთ კოლეგებისა და საზოგადოების ამა  თუ  იმ  პრობლემატიკურ თემის  აზრის ფორმირებაზე;
          რატომ უნდა გავწევრიანდეთ  პედაგოგთა  გაერთიანებაში
·       უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავამყაროთ ურთიერთობები;
·        გავუზიაროთ ერთმანეთს  საკუთარი გამოცდილება;
·        წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი;
·        ვიმსჯელოთ ჩვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე;
·        ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა   და სწავლებაში დამკვიდრებული სიახლეების შესახებ, პროფესიული ხასიათის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე;
·        განვიხილოთ ჩვენთვის საინტერესო თემები;
·        უბრალოდ - ვიმეგობროთ!
        
                 დაწყებითი  კლასების 
         
   
                                                   მისია:
     გაერთიანება  წარმოადგენს  მასწავლებელთა პროფესიულ კავშირს, რომელიც ეხმარება დაწყებითი კლასების პედაგოგებს ურთიერთთანამშრომლობაში,  ხელს უწყობს   ურთიერთგამოცდილების   გაზიარებას   და  უზრუნველყოფს  მათ    პროფესიულ  განვითარებას;

                         გაერთიანების  მიზნები  და  ამოცანები:
v ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს  შორის  ურთიერთთანამშრომლობას;
v გავუზიაროთ  ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება;
v ვეზიაროთ სხვების გამოცდილებას და გადავამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები;
v განვიხილოთ საინტერესო თემები და შევაფასოთ ერთმანეთის ნაშრომები თუ იდეები;
v ვიმსჯელოთ პროფესიული ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე;
v განვიხილოთ  და   დავეუფლოთ  ინფორმაციას  განათლების  სისტემაში    მიმდინარე პროცესებსა და სწავლებაში სიახლეების  შესახებ;
v ხელი შევუწყოთ ერთმანეთს სქემით გათვალისწინებული აქტივობების  დაგეგმვა- განხორციელებასა  და   დოკუმენტაციის    მომზადებაში .  (თვითშეფასების  კითხვარები,  ინდივიდუალური გეგმების შედგენა და ა. შ.)
v ავიმაღლოთ ნდობის  ხარისხი პროფესიონალთა წრეში;


        დაწყებითი კლასების  პედაგოგთა  გაერთიანების  
                                         დებულება



I თავი. ზოგადი დებულება
         დაწყებითი კლასების პედაგოგთა გაერთიანება  გულისხმობს  ქ. ჭიათურის მასშტაბით დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების პედაგოგთა ნებაყოფლობით გაერთიანებას,  რომელთა  საქმიანობა  მიმართული  იქნება  მათი  პროფესიული განვითარებისა და ზოგადად, სკოლების განვითარებისაკენ;
         დაწყებითი კლასების პედაგოგთა გაერთიანება  თავის  საქმიანობას  წარმართავს ზოგადი განათლების  შესახებ  კანონის, ზოგადი განათლების  ეროვნული  მიზნების, ეროვნული სასწავლო  გეგმისა და ამ დებულების შესაბამისად;


II  თავი. მოქმედების არეალი
  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემავალი სკოლები;



III  თავი. გაერთიანების დებულების დამტკიცება

3.1. გაერთიანების დებულებას განიხილავენ აღნიშნული გაერთიანების წევრები და ამტკიცებენ ხმათა უმრავლესობით;

3.1 ძალაში შედის დამტკიცებისთანავე


IV თავი. გაერთიანების  მიზნები და ამოცანები

4.1     მისია:
     გაერთიანება  წარმოადგენს  მასწავლებელთა პროფესიულ კავშირს, რომელიც ეხმარება დაწყებითი კლასების პედაგოგებს ურთიერთთანამშრომლობაში,  ხელს უწყობს  ურთიერთგამოცდილების  გაზიარებას  და უზრუნველყოფს  მათ პროფესიულ განვითარებას;

4.2  გაერთიანების მიზნები და ამოცანები:
        ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს  შორის  ურთიერთთანამშრომლობას;
        გავუზიაროთ  ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება;
        ვეზიაროთ სხვების გამოცდილებას და გადავამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები;
        განვიხილოთ საინტერესო თემები და შევაფასოთ ერთმანეთის ნაშრომები თუ იდეები;
        ვიმსჯელოთ პროფესიული ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე;
        განვიხილოთ და დავეუფლოთ ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და სწავლებაში სიახლეების  შესახებ;
        ხელი შევუწყოთ ერთმანეთს სქემით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა- განხორციელებასა და დოკუმენტაციის  მომზადებაში (თვითშეფასების  კითხვარები,  ინდივიდუალური გეგმების შედგენა და ა. შ.)
        ავიმაღლოთ ნდობის  ხარისხი პროფესიონალთა წრეში;


გაერთიანების  ჩამოყალიბებისათვის საჭირო ,,ნაბიჯები“:
ნაბიჯი I - ქალბატონ  ნანული წერეთელთან შეხვედრა და პროექტის იდეის გაცნობა;
ნაბიჯი II - ბუკლეტების დამზადება, რომელშიც მოკლედ და კონკრეტულად იქნება     
          მოცემული გაერთიანების მიზნები და ამოცანები;
ნაბიჯი III - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა;
ნაბიჯი IV -  შეხვედრა  სკოლის  დირექტორებთან (რესურსცენტრში);

დებულებაში ჩასამატებელი საკითხები:
         გაერთიანების  წევრობა;
         გაერთიანების თავმჯდომარის ფუნქცია-მოვალეობები;
         გაერთიანების წევრების უფლება-მოვალეობები;
         გაერთიანების მუშაობის ძირითადი  მიმართულებები;
გაერთიანების წლიური სამუშაო გეგმა


                         ფოტო-მასალა
          I შეხვედრა- გაერთიანების  პრეზენტაცია



































II  შეხვედრა - როგორ  დავგეგმოთ და   ჩავატაროთ  სამოდელო  გაკვეთილები  









III შეხვედრა: G-PriEd-ის პროექტის  მონაწილე  პედაგოგებთან  შეხვედრა  და  მათი  წარმატებული  პედაგოგიური  პრაქტიკის  გაცნობა/გაზიარება.
უღრმესი  მადლობა  G-PriEd-ის  ტრენერ-კონსულტანტს,  ქალბატონ  ფატის  და  II საჯარო  სკოლის  G-PriEd-ის  ფასილიტატორს,  დაწყებითი  კლასების  პედაგოგს,  ჩვენს  უსაყვარლეს  ნათია  გიგაშვილს  შეხვედრაში  მონაწილეობისათვის!!!


           ჩვენი  პირველი  საქალაქო  კონფერენცია!!!

         ,,ჩვენი  საუკეთესო  პედაგოგიური  პრაქტიკა"


                                  კონფერენციის მასალები


        

 




  






 


 




No comments:

Post a Comment