Pages

მე - მასწავლებელი



               თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია,                                                                 ნუ ასწავლი ბავშვებს !!!                                                          
                           მასწავლებლის 10 მცნება 
     გაბრიელა მისტრალი (ლუისა დე მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა ან ლუისა გოდოი ალკაიაგა) ცნობილი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი  ლიტერატურის დარგში.


გაბრიელა  მისტრალი
1. შეიყვარე თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. გაამარტივე - ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.

3. იყავი შეუპოვარი - გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.

4. ასწავლე - ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.

5. იყავი გულანთებული - სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.

6. გააცოცხლე გაკვეთილიყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე - რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე  და ნახე, სუფთაა თუ არა.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.
 



ლინკოლნის წერილი მასწავლებელს



ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.

    “ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა, რომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენა, სიყვარული და მხნეობა.
      ძვირფასო მასწავლებელო,
  მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე  მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადის უკან გმირი იმალება.
    ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა.
   ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. გაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ, გულწფელი ღიმილი.
 ასწავლეთ, წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ  – ისწავლოს დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
  ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.
   ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.
     ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.
ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენადა ამასთან ერთად კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
   თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა.
    ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
    ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
     უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
    შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათ. ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილიაჩემი საყვარელი შვილი!”






     ჩამოთვლილ მოსაზრებებს ვუპასუხოთ: ”დიახ”,”არაან "ნაწილობრივ", ამის შემდეგ კვლავ დავუბრუნდეთ თითოეულ პუნქტს, გავაანალიზოთ ჩვენივე შეფასება, ვიპოვოთ ჩვენთვის პრობლემატური ასპექტები და გავაკეთოთ დასკვნები

1.  ბავშვები დიდი სიამოვნებით ისმენენ ჩემს მონაყოლს;


2.   მიყვარს ცოდნის მუდმივი შევსება და განახლება;


3.  ადამიანების მიმართ ვარ ყურადღებიანი;


4.  არ მიჩნდება შინაგანი დაბრკოლება, თუ სკოლაში, ბავშვებთან   დიდი ხნით დარჩენა  გახდა საჭირო;


5.  არ ვიღლები ბავშვებთან ხანგრძლივი ურთიერთობისგან, ისინი მუხტს მმატებენ, მათთან ყოფნა საინტერესო და სახალისოა ;


6.       მიყვარს საგანი, რომელსაც ვასწავლი. დიდი გულმოდგინეობით ვაგროვებ მასალას, რომელიც დამეხმარება მუშაობაში;


7.       ყოველთვის ვცდილობ ბავშვებში დავინახო და განვავითარო ყველაზე ღირებული და წარმატების მომტანი თვისებები;


8.       ყოველთვის ვეცდები თითოეულ ბავშვს მოვექცე პატივისცემით, არ განვასხვაო ერთმანეთისგან და ცალკეულების მიმართ არ გამოვიჩინო ნეგატივური დამოკიდებულება;


9.       მომდევნო გაკვეთილისთვის სახლში მომზადება ჩემში არ იწვევს ნერვულობას. ყოველდღიურად ამის კეთების სურვილი არ მიქრება;

10.       მე არ ვარდები პროსტრაციაში, თუ ხელმძღვანელები ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. შემიძლია რჩევის მოსმენა ან   ნაკლოვანების თაობაზე მოცემული რეკომენდაციის გაზიარება და დასკვნის გამოტანა;


11მყოფნის შინაგანი ძალა იმისათვის, რომ გაწონასწორებულად და კეთილმოსურნეობით მოვექცე ახლობელ ადამიანებს და რაც გინდა მოხდეს სკოლაში ჯავრს არ ვიყრი საკუთარ შვილებზე;


12.       ძალიან მიყვარს საგანი, რომელსაც ვასწავლი, ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში,     სპეციალური ლიტერატურის, აგრეთვე მემუარების, მსოფლიო კლასიკის   კითხვა;


13.       შემწევს უნარი კვირის განმავლობაში შევინარჩუნო და გავანაწილო საკუთარი ძალები;


14.       არ მიყვარს მონოტონური, ერთფეროვანი საქმის კეთება;


15.       საკუთარი სიხალისით,   სიხარულით, შეუპოვრობით და   დაინტერესებულების პირადი მაგალითით მე შემიძლია საქმეში ჩავაბა ყველა მოსწავლე;


16.       მოსწავლეებთან ერთად ყოველთვის ვიგონებ რამე ახალს, საინტერესოს ამიტომ ისინი არ მეშვებიან გაგრძელების მოთხოვნით;


17.       ბავშვებთან ერთად   დავდივართ ლაშქრობაში, ვდგამთ სპექტაკლებს, აღვნიშნავთ დაბადების დღეებს;


18.       ივლისის თვეში უკვე მოვიწყენ ხოლმე, ველოდები სექტემბრის მოსვლას და   ჩემს მოსწავლეებთან შეხვედრას;


19.       ყოფილ მოსწავლეებს ვუყვარვარ როგორც მეორე დედა, ყოველთვის უხარიათ შეხვედრა, მომმართავენ და მადლიერებით იღებენ რჩევას;


20. ჩემი მსოფლმხედველობისა და მსოფლშეგრძნობის საფუძველში დევს ბედნიერება და სიხარული;


21.       ყველა გაკვეთილზე ვცდილობ მოვიძიო ურთიერთობის ახალი ნაკადულები, გზები, ბილიკები;


22.       დიფერენცირებული მიდგომა ჩემთვის ნიშნავს გაუგო თითოეულ მოსწავლეს,     მის შესახებ ვიცოდე რაც შეიძლება მეტი, მქონდეს განსაკუთრებული და სანდო ურთიერთობები, ვეხმარებოდე   ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთებაში, წინსვლისკენ მოძრაობაში;


23.       ვცდილობ ადამიანზე არასდროს არ ვილაპარაკო ცუდად;


24.       მე მიყვარს მიმოწერა ჩემს მოსწავლეებთან;


25.       კეთილმოსურნე დამოკიდებულება გამაჩნია ჩემი სკოლის მიმართ და ხშირად ვყვები მის მიღწევასა და უპირატესობაზე;


26.       დადებითი დამოკიდებულება გამაჩნია სკოლაში მოსწავლეთა სტიმულირების მიმართ, შემიძლია დავინახო ბავშვების წარმატებები და წავახალისო ისინი;  


27.  ძალიან ვღელავ,   როდესაც ვატარებ ღია გაკვეთილს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ განვიცდი კმაყოფილების გრძნობას;


28.       მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს;


29.       ვცდილობ ვიყო გულახდილი, მაგრამ:   
•       ყოველთვის ვამბობ სიმართლეს;   
•       მხოლოდ ნაწილობრივ ვიძახი სიმართლეს;


30.       მე პატივს ვცემ თითოეული ბავშვის ინტერესს, მის ინდივიდუალურ და ბავშვთა კოლექტივის აზრს;


31.       არასოდეს არ დავცინი ბავშვებს;


32.       კეთილსინდისიერად ვასრულებ ადმინისტრაციის დავალებას;


33.       გარდა სკოლისა გამაჩნია სხვა მდგრადი შემოქმედებითი ინტერესები;


34.       მიყვარს კარგად ჩაცმა;


35.       თვითგანათლება - ჩემი ძლიერი მხარეა;


36.       შემწევს უნარი გამოვკვეთო   და კონკრეტულად   დავსახო მიზანი;


37.       საერთო საქმიანობას მე ვგეგმავ ბავშვებთან ერთად;


38.       მე შემიძლია შევქმნა ისეთი პირობები , რომ ბავშვი გათავისუფლდეს კომპლექსებისგან და გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და უნარი;


39.  მე  ძალიან  მიყვარს  ჩემი  პროფესია!!!!!


No comments:

Post a Comment