Pages

Wednesday, 15 August 2018



ჩემი  პროფესია -ჩემთვის  ყველაფერია!!!!



არის  პროფესია,  მეტად  ჩვეულებრივი,  მაგრამ  ამავდროულად  სასწაულის  დარი...  ამ  ჩვეულებრივსა  და  არაჩვეულებრივ  პროფესიაში  მე  ვგულისხმობ  მასწავლებლის  პროფესიას,  ვინაიდან  ამ  ცის  ქვეშეთში  არ  არის  იმაზე  დიდი  საქმე,  ვიდრე  ადამიანის  პიროვნებად,  მოქალაქედ  ჩამოყალიბების  პროცესია...  მეც  ამ  დიდ  და  საპასუხისმგებლო  საქმეს  ვემსახურები,  საქმეს,  რომელიც  ჩემთვის  ყველაფერია... მასწავლებლისთვის  არავითარი  ჯილდო  არ  არსებობს, ერთი  ყველაზე  სანუკვარი  და  საოცნებო  ჯილდოს  გარდა,  როცა  მისი  აღზრდილები  დაიზრდებიან,  დაფრთიანდებიან  და  შორს  გაიტანენ  თავისი  მასწავლებლის  ნაშრომ-ნაამაგარის  სიკეთეს...  მაშინ  მასწავლებელს,  ერთი  შეხედვით  მკაცრსა  და  შეუვალს , თვალებზე  ბედნიერების  ცრემლი  ჩამოუგორდება  და  მთელი  ძალით  შეიგრძნობს , თუ  რაოდენ  დიდია  და  ყოვლისმომცველი  მადლი  ამ  საოცარი  პროფესიისა....   ეს  უდიდესი  ჯილდო  და  ბედნიერების ცრემლი  მოგვმადლოს  უფალმა!!!!


No comments:

Post a Comment